Belive

"არასდროს ვყოფილვარ რჩეული, თუმცა თავს არ ვზოგავდი" - უსმან დემბელე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ბრესტი 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი უსმან დემბელეს საგოლე გადაცემის შემდეგ ფერან ტორესმა გაიტანა და პარიზულ გუნდს მატჩი მოაგებინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა მეორე ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა:

ყოველთვის ჩრდილში ვიყავი და ბევრს ვშრომობდი. მთელი კარიერის განმავლობაში ხმა არ ამომიღია, უზარმაზარი შრომა გავწიე. როგორც უკვე ვთქვი, არასდროს ვყოფილვარ რჩეული, თუმცა თავს არ ვზოგავდი, შედეგად გასულ წელს პარი სენ-ჟერმენში ფანტასტიკური სეზონი ჩავატარე და ეს შრომა დამიფასდა კიდეც. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ვნახოთ, არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ ყველაფერს მშვიდად ვუდგები. - უსმან დემბელე - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი

სხვა სტატიები