Belive

შტუტგარტმა ვოლტემადე 55 მილიონ ევროდ არ გაყიდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნმა შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა.

Bild-ის ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ შვაბებს 50 მილიონი ევრო (+5 მილიონი ბონუსის სახით) შესთავაზა. გარდა ამისა, შეთავაზებაში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ბაიერნიდანაც გაიყიდებოდა, შტუტგარტს სატრანსფერო თანხის 10% შეხვდებოდა.

როგორც BIld წერს, შტუტგარტმა აღნიშნული წინადადება დღეს დილით დაბლოკა, რადგან კლუბს ფორვარდის ტრანსფერში მინიმუმ 65 მილიონი ევროს მიღება სურს.

ვოლტემადემ გასულ სეზონში შტუტგარტის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები