Belive

კვარაცხელია: ,,ჩემთვის ნოიერი ლეგენდაა და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბაიერნთან მარცხის შემდეგ, პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,რთული მატჩი გამოვიდა, ცუდი სტარტი გვქონდა და 2 გოლი გავუშვით. ეს ყველაფერი ჩვენს შეცდომებს მოჰყვა, რაც კარგად უნდა გავაანალიზოთ.

ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები თამაშობდნენ, თავს მაინც კარგად იცავდნენ. შანსები გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნოიერი? ჩემთვის ის სპორტის ლეგენდაა და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია.

დემბელესა და ჰაკიმის ტრავმები? რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ცუდი რაღაცები ხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.'' - ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს 9 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიონთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები