"ნელ-ნელა სათამაშო რიტმს ვიბრუნებ" - ჯამალ მუსიალა
ჯამალ მუსიალამ ბაიერნის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაზე ემოციურად ისაუბრა. გერმანელმა ფეხბურთელმა, გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "რეკორდამისტერმა" ბოდო გლიმტი, 5:0 გაანადგურა, მეორე ტაიმის სტარტზე, პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მუსიალას, ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი გაუცდა. 23 წლის ფეხბურთელმა, მატჩის შემდეგ, ამ საკითხზე კომენტარიც გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე და ჩემპიონთა ლიგაზე, სასტარტო თერთმეტეულში ვიყავი. ნელ-ნელა კვლავ ვიბრუნებ სათამაშო რიტმს. გუნდი ძალიან დამეხმარა. რთული დღეების დროს, მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა უდიდესი მხარდაჭერა გამომიცხადეს. - ჯამალ მუსიალა
მუსიალაზე ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსნეტ კომპანიმაც ისაუბრა. ბელგიელმა სპეციალისტმა, საკუთარი ფეხბურთელის სიმტკიცე და ხასიათი შეაქო.
ეს ჯამალისთვის შესანიშნავი ამბავია. მისი წარმატება ყველას უხაროდა. მოედანზე შეკრებილ ათასობით გულშემატკივარსა და მთლიანად გუნდს. ვიცოდით, რომ მას შანსი აუცილებლად მიეცეომდა. მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. იმედი მაქვს, ყურადღება ახლა მხოლოდ მის თამაშზე იქნება გამახვილებული. მან იცის, როგორ გაუმკალვდეს ჯანმრთელობის საკითხებს და ამაში ჩვენი სრული მხარდაჭერაც აქვს. - ვინსენტ კომპანი
მუსიალას გოლი, ბაიერნისთვის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საიუბილეო, მე-900 გოლი იყო. მუსიალას გარდა, გოლები, ჰარი კეინმა, ალფონსო დევისმა და მაიკლ ოლისემ გაიტანეს. ამრიგად, ბაიერნს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 904 გოლი დაუგროვდა. გერმანულ გრანდს, ამ მაჩვენებლით, მხოლოდ მადრიდის რეალი უსწრებს. "სამეფო კლუბის" ანგარიშზე 1139 ჩემპიონთალიგური გოლია.
Jamal Musiala: "I'm very happy to have scored, happy to be back in the starting lineup in the Champions League. I'm getting my rhythm back. The team really supported me, the coach, my teammates, they were a big help. I want to perform - and step by step, have fun again and get… pic.twitter.com/1AJRWTd9Pd
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) September 10, 2026