Belive

რომანომ ინფორმაცია მესის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების შესახებ უარყო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინფორმაცია ლეო მესის ,,ბარსელონაში'' იჯარით შესაძლო დაბრუნების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება:

,,შემიძლია გითხრათ, რომ მესის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ის ,,ინტერ მაიამიზეა'' ორიენტირებული და ამ ეტაპზე სალაპარაკო მეტი არაფერია.

ბუნებრივია, დიდი ვარსკვლავის გარშემო ბევრი სპეკულაციაა და გასაგებია, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჭორები მესის ბარსელონაში ან სხვა ნებისმიერ გუნდში გადასვლაზე სიმართლე არ არის.'' - ფაბრიციო რომანო

,,ინტერ მაიამიმ'' MLS-ის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ახალი სეზონი კი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება.

მესის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები