Belive

ჩემპიონთა ლიგის კლუბები სიძლიერის მიხედვით (2023/24)

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიაგამოცემა Givemesport, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დარჩენილი 16 კლუბის რეიტინგს გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში, ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-9 ადგილს იკავებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ნეაპოლელები, მათ 1/8-ფინალურ მეტოქეს 1 ადგილით უსწრებენ - "ბარსელონა" Givemesport-ის რეიტინგში მე-10 პოზიციაზეა წარმოდგენილი.

მე-5 ადგილს პარიზული გრანდი იკავებს.
მე-4 პოზიციაზე "არსენალია" წარმოდგენილი
რეიტინგის მე-3 საფეხურზე მიუნხენის "ბაიერნი" დააყენეს.
მე-2 ადგილი - მადრიდის რეალი
პირველ ადგილზე კი "მანჩესტერ სიტია", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია.

ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა - წყვილების სანახავად დააჭირეთ აქ.

სხვა სტატიები