Belive

ხვალ გაირკვევა, ითამაშებენ თუ არა კვარაცხელია და ვიტინია ბარსელონასთან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში, ოსერთან გამარჯვებულმა (2:0) პსჟ-მ კიდევ 2 ფეხბურთელი დაკარგა. პირველ ტაიმშივე შესაცვლელი გახდა ვიტინია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოწინააღმდეგესთან შეჯახების შემდეგ ტკივილით თამაშობდა - ქართველმა პირველი ტაიმი ბოლომდე ჩაამთავრა, ტუმცა მეორეს დასაწყისშივე მოედანზე ბრედლი ბარკოლა გამოჩნდა.

ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუ რა სირთულის დაზიანება აქვთ ფეხბურთელებს. ხვიჩა მარცხენა ბარძაყის კუნთს იტკიებდა და ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა 3 კვირა გამოტოვოს, თუმცა ლუის ენრიკემ სამედიცინო შემოწმების დღედ 29 სექტემბერი ჩანიშნა და ყველაფერი ხვალ დაზუსტდება. ესპანელმა სპეციალისტმა 28 სექტემბერი მთელი გუნდისთვის დასვენებად გამოაცხადა.

ბარსელონა პსჟ-ს 'მონჟუიკზე', 1-ელ ოქტომბერს მიიღებს.

სხვა სტატიები