Belive

ოფიციალურად | სეზონის ბოლოს ლაკაზეტი ლიონს დატოვებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლის ფრანგი ფორვარდი - ალექსანდრ ლაკაზეტი, ლიონს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს.

ლაკაზეტი, რომელიც ამ კლუბის ლეგენდა და მეორე საუკეთესო ბომბარდირია, ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაწყებას ითხოვდა, რის გამოც მას მთავარ მწვრთნელთან კომპლიქტი მოუვიდა - როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 33 წლის ფორვარდი მის მშობლიურ კლუბს დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი ფორვარდი, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის ეს სულაც არ არის ცუდი ამბავი, რადგან მეტი სათამაშო დრო მიეცემა გიორგი მიქაუტაძეს და იგი ოფიციალურად იქცევა გუნდის პირველ ფორვარდად.

ალექსანდრ ლაკაზემა საფეხბურთო კარიერა სწორედ ლიონში დაიწყო, თუმცა მეორე გუნდში, შემდეგ პირველ გუნდში აღზევდა და 7 წლის განმავლობაში (2010-2017) ითამაშა, ლიონიდან 5 წელი არსენალს მიაშურა, ხოლო 22 წელს კვლავ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.

33 წლის ფორვარდმა ლიონური კლუბის მაისურით 390 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 199 გოლის გატანა და 55 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები