Belive

ჯენარო გატუზო: "იტალიელი ხალხისთვის ამ ყველაფრის გადატანა ძალიან რთული იქნება"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა.

სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.

"ბიჭები ამ დამარცხებას არ იმსახურებდნენ. სამი შანსი გვქონდა გოლის გასატანად. იმედგაცრუებაა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ახლა ისე ვგრძნობ თავს, ვინმე რომ მოვიდეს ჩემს მოსაკლავად და დამარტყას, ხმას ვერ ამოვიღებ.

მტკივნეულია. ეს გვჭირდებოდა, საკუთარი თავისთვის, იტალიისთვის. ასეთი დარტყმის გადატანა ძალიან რთულია.

ბიჭებმა შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

მომავალი? ჩემს მომავალზე საუბარი დღეს მნიშვნელოვანი არ არის, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა იყო. მტკივნეულია..." - ჯენარო გატუზო

ასევე გამთენიისას გაიმართება კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ფინალური შეხვედრებიც, სადაც კონგო იამაიკას დაუპირისპირდება, ბოლივია კი ერაყს შეხვდება.

პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები