Belive

გიორგი მიქაუტაძე მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვინც რეალს გაუტანა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში რეალმა ვილიარეალი 3:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი შეცვლიდან შემოსულმა ქართველმა გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავი დარტყმით სხვაობა შეამცირა.

ჟორჟი ამ გატანილი გოლით გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც რეალ მადრიდს გოლი გაუტანა. აქამდე სამეფო კლუბისთვის გოლი გატანილი ჰქონდა მხოლოდ რამაზ შენგელიას, მან 1981 წელს სანტიაგო ბერნაბეუს თასზე რეალს დუბლი შეუსრულა - რეალ მადრიდი 4:2 დინამო თბილისი.

ქართველი ფორვარდი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო. გიორგი მიქაუტაძეს ერთხელ ჰქონდა კარისკენ დარტყმა და ერთხელაც კარში, რომელიც გოლით დასრულდა, ბურთს 19-ჯერ შეეხო, 13 გადაცემიდან 7 ზუსტად შეასრულა (54%), 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა.

ჟორჟის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.5

  • Flashscore - 6.5

  • Whoscored - 6.7

სხვა სტატიები