ოფიციალურად: როდრი ბარსელონას მინიმუმ ერთი თვით ვერ დაეხმარება
ბარსელონამ როდრის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა. 30 წლის ნახევარმცველი მოედანს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. როდრის არყოფნა კატალონიელებისთვის, სერიოზული დარტყმაა. ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგის ოთხ შეხვედრას გამოტოვებს. მათ შორის, ატლეტიკოსთანაც. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩსაც. შესაბამისად, ჰანსი ფლიკს ნახევარდაცვის ხაზის გადაწყობა მოუწევს.
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, სანაკრებო პაუზის დროს, ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ლუის დე ლა ფუენტე ერთა ლიგის მატჩებში, რომლებსაც 'ფურია როხა' ჩეხეთისა და ინგლისის წინააღმდეგ გამართავს, კაპიტნის გარეშე იქნება.
ჯერჯერობით, როდრის რეაბილიტაციის გეგმა ზუსტად არ არის ცნობილი. ახლა მთავარი ყურადღება მომდევნო ერთ თვეზეა გამახვილებული. თუ აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართა, ვარაუდობენ, რომ როდრი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე, თავისი ყოფილი გუნდის, მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის წინ დაუბრუნდება.
🚨⚠️ Rodri suffers hamstring injury and will be out of action for Barcelona and Spain for the next month.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 4, 2026
Out for Barça next game against Atlético this weekend. ❌ pic.twitter.com/owY6co3e0A