Belive

ჟოაო ნევეში: "ესპანეთში ან ინგლისში გადასვლას არ ვგეგმავ"

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოაო ნევეშმა გაამხილა, რომ კარიერის დარჩენილი ნაწილის გატარება პარი სენ-ჟერმენში სურს. ბენფიკას აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ესპანეთში ან ინგლისში გადასვლას არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. პარიზელთა რიგებში გატარებულ ორ სეზონში კი, მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. 22 წლის ფეხბურთელი თანამემამულე ვიტინიასთან ერთად, ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

მიმდინარე სეზონში, ნევეშმა, ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუშინდელ შეხვედრაში კი, ვილიარეალის წინააღმდეგ, სეზონის პირველი გოლი გაიტანა. მატჩის დაწყებამდე, Canal Plus-თან ინტერვიუში, პორტუგალიელმა გაამხილა, რომ კარიერის დასრულება 'პარკ დე პრენსზე' სურს.

მინდა, მთელი კარიერა აქ გავატარო. ესპანეთში ან ინგლისში გადასვლას არ ვგეგმავ. მე ერთი მიზანი მაქვს - ცხოვრებით კამყოფილი ვიყო და ჩემ გუნდთან ერთად, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო. - ჟოაო ნევეში

ნევეშმა, ცოტა ხნის წინ, პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება პორტუგალიელს გუნდში 2031 წლის ზაფხულამდე ტოვებს. ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ნევეშმა 108 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები