Belive

პსჟ რეკორდს რეკორდზე ამყარებს | პარიზელების ახალი მიღწევა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პირველი ოთხი ტურის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით, რეკორდი დაამყარა. პარიზელებმა მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღეს. გუშინდელ შეხვედრაში, ლუის ენრიკეს გუნდმა ვილიარეალი გამანადგურებელი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა.

ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური იყო. წინა სამ შეხვედრაში, პსჟ სლოვან ბრატისლავას, მანჩესტერ სიტისა და ბარსელონას დაუპირისპირდა. ეს მატჩები ლუის ენრიკეს გუნდმა შემდეგი ანგარიშებით მოიგო, 6:1, 4:2, 4:2. შესაბამისად, გუშინდელ შეხვედრაში გატანილი ექვსი გოლი, პარიზელთათვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯამურად, რიგით მე-20 იყო, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საწყის ოთხ შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობით, ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

გარდა ამისა, პარი სენ-ჟერმენი გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანური კლუბი ექვსბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ეს შედეგი პირველად მიუნხენის ბაიერნმა დააფიქსირა, როდესაც 2019/20 წლების სეზონში, ბარსელონას 8:2 მოუგო.

პარი სენ-ჟერმენი სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ, ბრწყინვალე ფორმას დაუბრუნდა. პსჟ ჩემპიონთა ლიგაზეც და ლიგა 1-შიც, სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი, საფრანგეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში, ტროას უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას კი, 26 ნოემბერს, რომას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები