ჰანსი ფლიკი: "დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს ოქროს ბურთის მოგება რაფინიას შეუძლია"
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი თავისი გუნდის კაპიტნის, რაფინიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბრზილიელს შემდეგ წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.
"რაფინიას შეუძლია 2027 წლის ოქროს ბუცის მოგება, დარწმუნებული ვარ", - ამბობს ჰანსი ფლიკი.
ბრაზილიელი ბარსელონას ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდის შეტევით პოტენციალში. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ფლანგზე, ისე ცენტრის სიახლოვეს და რეგულარულად ჩაერთოს შეტევების დასრულებასა და საგოლე მომენტების შექმნაში. მისი სიჩქარე, ტექნიკა, აქტიურობა უბურთოდ და თავისუფალი ზონების პოვნის უნარი მას მეტოქეთა დაცვისთვის სახიფათო მოთამაშედ აქცევს.
ფეხბურთელის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ფლიკის ნდობა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რაფინიამ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მიიღო და შეტევითი ხაზის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მწვრთნელმა არაერთხელ აჩვენა, რომ ბრაზილიელზე ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებშიც ამყარებს იმედს. სწორედ გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, რაფინია ბარსელონას კაპიტანი გახდა.
ახალ სეზონში რაფინიას ყველა ტურნირზე 13 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. 29 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში 15 გოლით საუკეთესო ბომბარდირია და ევროპის ოქროს ბუცის რეიტინგშიც ლიდერობს.