დაცვის კრიზისი ბარსელონაში - გუნდი ბასტონის შეძენას კვლავ შეეცდება
„ბარსელონა“ დაცვის ხაზის გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრაზე გეგმავს. კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე კვლავ „ინტერის“ იტალიელი ცენტრალური მცველი, ალესანდრო ბასტონია, რომლის დამატებაც გუნდს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა.
ზაფხულში მხარეები პირად დეტალებზე უკვე შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთს ჰანსი ფლიკმა ტრანსფერი გადაიფიქრა. თუმცა, სეზონის მიმდინარეობისას შექმნილმა საკადრო კრიზისმა გერმანელი მწვრთნელი აიძულა, პოზიცია შეეცვალა.
ბოლო მატჩებში დაცვაში არსებულმა პრობლემებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ფლიკს ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ცენტრალურ მცველად გადაწევაც კი მოუწია. სწორედ ამიტომ გახდა ბასტონის კანდიდატურა კლუბისთვის კვლავ პრიორიტეტული.
🚨 𝗠𝗔𝗝𝗢𝗥 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Alessandro Bastoni is OPEN to joining BARCELONA.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 30, 2026
Deco could REOPEN negotiations for Bastoni after Flick BLOCKED the transfer last summer.
However, Bastoni wants to speak DIRECTLY with Hansi Flick before making any decision, as he wants assurances… pic.twitter.com/TzxDAKQMSV
ტრანსფერის განხორციელება იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან „ინტერი“ საკუთარ ლიდერს 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. გარდა ამისა, ფეხბურთელს მილანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
უახლოეს პერიოდში „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფინანსური რესურსების შეფასებას და მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებს. ახლა მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა კლუბი ზამთარში ასეთი დიდი თანხის გადახდას.