Belive

ფლიკი დანებებას არ აპირებს, გერმანელმა პსჟ-სა და რეალთან მარცხებზე ისაუბრა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰანსი ფლიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბარსელონა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს, მიუხედავად პარი სენ-ჟერმენსა და მადრიდის რეალთან განცდილი მარცხებისა. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების მიმართ ნდობა გამოხატა და ასტონ ვილასთან მატჩის წინ აღნიშნა, რომ მთელი ყურადღება ამ შეხვედრაზე აქვს გადატანილი.

გერმანელმა სპეციალისტმა ასტონ ვილა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად დაასახელა და დასძინა, რომ ბირმინგემელებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ბოლომდე ბრძოლა. ამასთან, გერმანელი მიიჩნევს, რომ პარი სენ-ჟერმენთან და რეალთან, ბარსელონას უკეთ თამაში შეეძლო.

მწვრთნელის თქმით, ამ ორი მარცხის მიუხედავად, გუნდის მიზნები უცვლელია - ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. მას სჯერა, რომ ბარსელონას ამისთვის საჭირო სათამაშო ხარისხი და საკმარისი რესურსი აქვს. დაცვაში არსებული ტრავმების გამო, ფლიკს ოთხი ფეხბურთელი აკლია. პოზიტიური სიახლე კი, ფრენკი დე იონგის დაბრუნებაა. ფლიკი იმასაც იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდს ხავი ესპარტიც დაუბრუნდება.

თითოეულ მატჩს თავისი სპეციფიკა აქვს და ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. მადრიდის რეალთან მატჩი შეიძლება სხვაგვარადაც დასრულებულიყო. მსგავსი შეხვედრებისთვის მზად ვართ. ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ და მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით.

ოთხი ფეხბურთელი გვაკლია და ასეთ ვითარებასთან გამკლავება ადვილი არ არის. დე იონგი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს ძალიან დაეხმარება. ჩვენ ერთიანი, შეკრული და გუნდური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. მაქსიმუმი გავიღეთ და თავის გასამართლებელი მიზეზები არ გვაქვს. შედეგები განსხვავებულია, თუმცა ჩვენი დონე უცვლელი რჩება. ახლა ყურადღებას მომდევნო მატჩებზე ვამახვილებთ. - ჰანსი ფლიკი

სხვა სტატიები