Belive

"მისთვის და მისი ოჯახისთვის ვითამაშებთ" - მიქაუტაძე ალამედას ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტენერიფეს თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელ ალამედა, ტრაგიკულად გარდაიცვალა - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი ტენერიფესა და ანდორას შორის ნაადრევად შეწყდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარესთან, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, ფეხბურთელს გული გაუჩერდა, ამის შემდეგ ექიმებმა შეძლეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა იგი, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩებოდა. 1 საათის წინ კი ტენერიფემ ფეხბურთელის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი პირველია, რომელიც ალამედას ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში, ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ვილიარეალი მიგელ ალამედასა და მისი ოჯახის საპატივსაცემოდ ითამაშებს.

რა მძიმე და რთულად მისაღები ამბავია. საღამოს მისთვის და მისი ოჯახისთვის ვითამაშებთ. - გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, ხესუს დე მიგელი, 2023 წელს, გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად, კასტელონის ღირსებას იცავდა - ქართველ ფეხბურთელს მასთან ერთად 14 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე გადაცემაც გაუკეთა.


სხვა სტატიები