ლამინ იამალმა ასტონ ვილასთან მატჩში კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა
ლამინ იამალი ასტონ ვილასთან მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ყველაზე შედეგიანი თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა. ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა.
გუშინდელ შეხვედრაში, ბირმინგემელთა წინააღმდეგ გატანილი გოლი, იამალისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, რიგით მე-14 იყო. იამალს ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლის გასატანად, მხოლოდ 37 მატჩი დასჭირდა. ლამინი თამაშის ხარისხით საკუთარ გამორჩეულობას მუდმივად ამტკიცებს.
ასტონ ვილას წინააღმდეგ გატანილი გოლით, იამალმა მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც აქამდე, თინეიჯერობის პერიოდში, ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლი ჰქონდა გატანილი. იამალის გარდა, მოწინააღმდეგის კარი რაფინიამაც აიღო. ბრაზილიელმა გუშინდელ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა.
ბარსელონამ მეტოქე 3:0 დაამარცხა. კატალონიელები, ამ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის ცხრილში, 9 ქულით, მეორე პოზიციაზე არიან. ასტონ ვილა კი, მესამე ადგილს იკავებს. ბარსელონა მომდევნო ჩემპიონთალიგურ მატჩში საბაჰს ესტუმრება. ასტონ ვილა კი, გალათასარაის დაუპირისპირდება.
1️⃣4️⃣ Lamine Yamal breaks the record for most goals scored by a teenager in Champions League, now 14. ⭐️ pic.twitter.com/EjQWtPjPgl
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 3, 2026