ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ევროპის ზონის მატჩში, საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება შედგება. მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
თურქეთთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით, აქტიურად ემზადება. ეროვნული ნაკრების facebook გვერდზე სავარჯიშო პროცესის ამსახველი ვიდეო განთავსდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).
ფოტო: nakrebi.ge