Belive

'ქუჩის ფეხბურთელია და თან ბევრს გაიტანს' - გამოხმაურება მიქაუტაძის თამაშზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალმა სევილია სტუმრად 1:2 დაამარცხა. მატჩის 69-ე წუთზე შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო, რომელმაც 86-წუთზე ბრწყინვალე დრიბლინგით მიიტანა ბურთი მეტოქის საჯარიმომდე, შემდეგ კი გამოზომილი გადაცემით სოლომონს გაატანინა (ეს გამარჯვების გოლი იყო). გიორგიმ წინა ტურში გოლიც გაიტანა, ასე რომ, მის ანგარიშზე უკვე ორი საგოლე მოქმედებაა.

შემოსვლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ბურთს არ შეხებია, მაგრამ ბრწყინვალე თამაშით გადაწყვიტა თამაშის ბედი. მან მარჯვნიდან აჩქარება დაიწყო, კარმონას აჯობა და სოლომონს 'მკვლელი' პასი გადასცა.

მიქაუტაძე ერთ-ერთია გამორჩეულ მოთამაშეთაგან. ის ვერტიკალურია, როგორც კი შეძლებს ურტყამს და თითქმის ყოველთვის აქვს სიმშვიდე, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

რა სასიამოვნოა ლა ლიგაში ასეთი მოთამაშით ტკბობა. მიქაუტაძე განსაკუთრებული მოთამაშეა. თავდამსხმელი მობილურობით, რომელიც მოწინააღმდეგე დაცვას აბნევს და ბურთთან ელიტური შეხებით გამოირჩევა.

ამ ყველაფერს დაამატეთ ისიც, რომ მას დიდებული სტატისტიკის დაგროვების ნიჭიც აქვს.

უკვე შეუკვეთეს ამ ბიჭის ქანდაკებაზე მუშაობა 'კერამიკაზე'.
მიქაუტაძის მოქმედება, რომლითაც სოლომონს გამარჯვების გოლი აჩუქა, სკოლებსა და მუზეუმებში უნდა გამოიფინოს.

ის ძალიან რთული თავდამსხმელია მცველებისთვის. როცა უნდა საჯარიმოდან გამოყავხარ, რიტმს და მიმართულებას გიცვლის, ბოლოს კი დაიკარგები.

ჩვენ, ვინც საფრანგეთის ლიგას ვუყურებდით, ვიცით, როგორი მოთამაშეა ის.
ქუჩის ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ბევრ გოლსაც იტანს. ის სხვა განზომილების ფეხბურთელია და საფუძვლიანი მიზეზით, ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. - ვკითხულობთ მიქაუტაძის შესახებ X-ზე

ვილიარეალი, ამ მომენტისთვის, ლა ლიგის ცხრილის მესამე ადგილზეა და მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. მიქაუტაძემ ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა ჯერ გოლი, შემდეგ კი საგოლე პასიც დაამატა და ორივე შეხვედრაში 7-ზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სხვა სტატიები