გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშა.
84-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ისააკ პრაისმა დაარტყა და გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, ზოგადად ქართველ მეკარეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოახვედრა, ამავდროულად მას მაიკლ ოლისეს და კრისტიან ასლანის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) - 9.2
მცველები: სტეფან სავიჩი (მონტენეგრო) - 8.5, რუარი მაკკონვილი (ჩრდილოეთ ირლანდია) - 8.4, ელსეიდ ჰისაი (ალბანეთი) - 7.9, დავიდ ჰანცკო (სლოვაკეთი) - 8.8
ნახევარმცველები/შემტევები: კრისტიან ასლანი (ალბანეთი) - 10.0, მაიკლ ოლისე (საფრანგეთი) - 10.0, იოჰან მანზამბი (შვეიცარია) - 8.8, დან ნდოიე (შვეიცარია) - 8.8, დეზირე დუე (საფრანგეთი) - 8.9
თავდამსხმელი: ჰარი კეინი (ინგლისი) - 8.9
ერთა ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 4 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 2 ფრე უფიქსირდებათ.
ცხრილი კი ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს 14 და 17 ნოემბერს გამართავს, პირველ შეხვედრას საკუთარ არენაზე უნგრეთთან ჩაატარებს, მომდევნო მატჩს კი უკრაინასთან.