მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მაისურები | რაოდენობა გასაოცარია
დღესდღეობით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტ საფეხბურთო მაისურს რეალ მადრიდი ყიდის, Euroméricas Sport Marketing-მა კვლევა ჩაატარა და ნათლად გამოჩნდა თითოეული გუნდის გამომუშავებული თანხა.
წყაროს ცნობით სამეფო კლუბის მაისური ყველაზე გაყიდვადია, მათ 2025 წელს 3 133 000 მილიონი ერთეული მაისური გაყიდეს, ყველაზე დიდი პოპულარობით კი მბაპეს და ვინისიუსის სათამაშო ფორმები სარგებლობს. ბოლო ფინანსური ანგარიშის თანახმად გასული სეზონის შემოსავლის 43% (506.2 მილიონი ევრო) მარკეტინგიდან მოდიოდა, მიმდინარე წელს კი მის ზრდას პროგნოზირებენ, რაც დაახლოებით 539.7 მილიონ ევროს გაუტოლდება. სტადიონის შემოსავალთან ერთად, ეს წყაროები კლუბის მთლიანი ფინანსური რესურსების დაახლოებით 75%-ს შეადგენს.
რეალ მადრიდის გარდა, მსოფლიო მასშტაბით პოპულარობით ამ კლუბების მაისურებიც სარგებლობენ, ჩამონათვალი კი ასეთია:
რეალ მადრიდი - 3 133 000 (მლნ. ერთეული)
ბარსელონა - 2 940 000 (მლნ. ერთეული)
პსჟ - 2 546 000 (მლნ. ერთეული)
ბაიერნი - 2 377 000 (მლნ. ერთეული)
ინტერ მაიამი - 2 166 000 (მლნ. ერთეული)
ბოკა ხუნიორსი - 1 933 000 (მლნ. ერთეული)
მანჩესტერ იუნაიტედი - 1 855 000 (მლნ. ერთეული)
ფლამენგო - 1 677 000 (მლნ. ერთეული)
ჩელსი - 1 422 000 (მლნ. ერთეული)
ალ ნასრი - 1 281 000 (მლნ. ერთეული)