ისტორიული შედეგი | რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მე-5 პოზიციაზე დაასრულა ბარსელონამ, რომელმაც ბოლო ტურში, 'ნოუ კამპზე' კოპენჰაგენი 4:1 დაამარცხა.
კატალონიელთა მხრიდან მატჩის პირველი და განმათანაბრებელი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი გაიმეორა. კერძოდ - 37 წლის პოლონელი ფორვარდი ლეო მესისთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი 40 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.
𝐋𝐄𝐖𝐀𝐍𝐃𝐎𝐖𝐒𝐊𝐈 𝐄𝐐𝐔𝐀𝐋𝐒 𝐌𝐄𝐒𝐒𝐈’𝐒 𝐑𝐄𝐂𝐎𝐑𝐃 🤝
— 433 (@433) January 28, 2026
He’s now scored against 40 different teams in the Champions League, something only Messi had done before 😮
Lewandowski in the Champions League:
🏴 Arsenal ⚽️⚽️⚽️⚽️
🏴 Man City ⚽️
🏴 Spurs ⚽️⚽️
🏴 Chelsea… pic.twitter.com/ZJmLmvcsjm
რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე 2 გოლი გაიტანა, ბარსელონამ კი ასპარეზობა მეხუთე პოზიციაზე 16 ქულით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქეს დაელოდება.