"მიქაუტაძეს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერია" - პაულო ფონსეკა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ლიონმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მათი მეტოქე საფრანგეთის მე-3 ლიგის გუნდი ვილფრანში იყო, ლიონელებმა მეტოქე კორენტინ ტოლისოს გოლით 1:0 დაამარცხეს.
გიორგი მიქაუტაძე გუნდის განაცხადში არ იყო, არ ყოფნის მიზეზიც მალევე გაირკვა. მატჩის შემდეგ პაულო ფონსეკამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:
ჟურნალისტი: მატჩში ჟორჟ მიქაუტაძე არ იღებდა მონაწილეობას, ლიონის გულშემატკივრები შეშფოთებულები იყვნენ, საქმე ტრანსფერთან გვაქვს?
პაულო ფონსეკა: არა, ქართველ ფეხბურთელს მსუბუქად აწუხებს კუნთის ტრავმა, მაგრამ სერიოზული არაფერია. მიქაუტაძე მომავალ კვირს ჩვენთან ერთად იქნება.