ლიონმა მიქაუტაძის გოლით გაიმარჯვა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა შემტევმა?!
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, ლანსისა და ლიონის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მასპინძლების მარცხით, 0:1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ლიონის ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ქართველი ვარსკვლავი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შესაბამისი შეფასებაც დაიმსახურა.
Sofascore-მ გიორგი მიქაუტაძის თამაში 7.7 ქულით შეაფასა. Flashscore-მ გიორგის 7.4, ხოლო Whoscored-მა 7.28 ქულა დაუწერა.
ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩს, ლიონი მიქაუტაძის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ლიონისა და მეცის შეხვედრა 23 აგვისტოს შედგება.