პირველი გოლი ლიგა 1-ში | კვარაცხელიას შეფასება ლიონთან
ლიგა 1-ის მე-12 ტურში ლიონმა პსჟ მიიღო და 2:3 დამარცხდა. შევხედრა დრამატული გამოვიდა და პარიზელებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგეს (ისევე, როგორც წინა ტურში ნიცასთან).
შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ ის 75-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩამ ლიგა 1-ში, მიმდინარე სეზონის პირველი გოლი სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა. ანგარიში ზაირ-ემერიმ 26-ე წუთზე გაიტანა, ლიონმა ზუსტად 4 წუთში გაათანაბრა, 33-ზე კი მეკარესთან პირისპირ დარჩეენილმა კვარაცხელიამ მეორედ გაიყვანა წინ დედაქალაქელები.
50-ზე მაიტნალდ-ნაილსმა ლამაზი გოლით მოახერხა გათანაბრება, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე, გამარჯვების გოლი, ჟოაუ ნევეშმა გაიტანა. გამოცემები SOFASCORE და WHOSCORED კვარაცხელიას თამაშს 7.9-დან 8.5-დე აფასებენ.
ამ მოგებით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის სათავეში დარჩა, ლუის ენრიკეს გუნდს 27 ქულა აქვს და მეორე/მესამე ადგილებზე მყოფ მარსელსა და ლანსს 2 ქულით უსწრებს.
⏱️ 90+6' - JUSQU'AU BOUT ! 💪✅#OLPSG 2️⃣-3️⃣ I #Ligue1 pic.twitter.com/4KyZN3Aigh
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 9, 2025