Belive

ლუის ენრიკე: ,,მოქმედი ჩემპიონები ვართ და გვსურს, ეს გზა გავაგრძელოთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ტოტენჰემთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ტოტენჰემმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. ძლიერი მეტოქე გვყავს და რთული თამაში გველის.

სუპერთასი? ეს სეზონის პირველი მატჩი იყო, ხვალ კი განსხვავებული შეხვედრა გველის. იმ თამაშთან დაკავშირებით კარგი მოგონებები გვაკავშირებს, რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა პირველი 60 წუთის განმავლობაში ბევრ სირთულეს წავაწყდით. მზად ვართ, ვიყოთ დომინანტები და გავიმარჯვოთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთი და იგივეა. ვიმედოვნებთ, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კარგ მატჩს ჩავატარებთ.

შეხვედრისთვის მზადება? ბევრი ლაპარაკი არ გვჭირდება, რადგან ვგრძნობთ, რომ ეს ჩვენთვის სულ სხვა ტურნირია. ეს ჩვენი შეჯიბრია, რადგან მოქმედი ჩემპიონები ვართ და გვსურს, ეს გზა გავაგრძელოთ.'' - ლუის ენრიკე

ხვალ, 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პარი სენ ჟერმენი ტოტენჰემს უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ პსჟ 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა, ტოტენჰემი კი 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები