Belive

ლუის ენრიკე: ,,ახლავე მოვაწერდი ხელს მე-15 ადგილზე გასვლას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას''

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ნიუკასლთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. მიზანი ძალიან კარგ ნიუკასლთან გამარჯვებით მერვედფინალში გასვლაა. მათ განსხვავებული სტილი აქვთ - ძლიერები და გაბედულები არიან. მეტოქეს ვიცნობთ, რადგან ბოლო წლებში მათ წინააღმდეგ გვითამაშია და ვიცით, რომ რთული მატჩი გველის.

ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ და თითქმის ყველა იდეალურ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო წამალია. კითხვების დასმა არ გიწევთ, რადგან ყველა გეტყვით, რომ 100%-ით მზადაა. ეს ტურნირი მოტივაციის დიდი წყაროა.

თუ მოვიგებთ მე-6 ადგილზე გავალთ, მაგრამ ახლავე მოვაწერდი ხელს მე-15 პოზიციის დაკავებას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა ამის შემდეგ, პლეი-ოფში იწყება. ჩვენ კი ამ ეტაპზე წარმოუდგენელი გუნდი ვართ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ.

უარყოფითი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამის შემდეგ აანალიზებ შეცდომებს. ყოველთვის ვერავინ იგებს და არც არავინ მარცხდება, ეს იმ გზის ნაწილია, რომელიც უნდა გაიარო. ჩვენ ძალიან კარგ პერიოდში შევდივართ, როცა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან.

მიხარია, რომ არჩევანი ყველა პოზიციაზე მაქვს. მოთამაშეების დაბრუნების ფაქტი ნიშნავს, რომ ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს. იქნებიან სათადარიგო ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებენ.

ჰაკიმიმ ბოლო 3 ვარჯიში ჩაატარა. თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებს შორის იქნება, რომლებიც ითამაშებენ.'' - ლუის ენრიკე

ხვალ ღამით ჩემპიონთა ლიგის დასკვნით (ლიგის ფაზის), მე-8 ტურში პარი სენ ჟერმენი ნიუკასლს უმასპინძლებს.

7 ტურის შემდეგ პსჟ 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა, ნიუკასლი კი ასევე 13 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები