"მიქაუტაძეს მომენტების კარგად გამოყენება შეუძლია" - მარსელინო
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში რეალმა ვილიარეალი 3:1 დაამარცხა. 47-ე და 69-ე წუთებზე ვინისიუსმა გაიტანა, გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მე-2 ტაიმის დასაწყისშივე ჩაერთო და 73-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ ვილიარეალს შემდეგ მოურინიო გაუგდეს და 81-ე წუთზე კილიან მბაპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე დომინირებდა, ჩვენ კი ვცდილობდით, რომ თავი დაგვეცვა. გვსურდა, რომ ბურთი დაგვეჭირა და საჯარიმოში სახიფათო მომენტები შეგვექმნა, როგორც ეს იუვეს წინააღმდეგ მოვახერხეთ. სამწუხაროდ მეტოქემ შეცდომა არ გვაპატია და ამის გამო დავისაჯეთ, 2:1-ზეც იგივე განმეორდა და ჩვენ შეცდომას კვლავ გოლი მოჰყვა.
ყვითელი ბარათის მიღებას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია, ორივე ფლანგზე თავს კარგად ვიცავდით, არ მგონია რომ ორივე გუნდმა ერთ დონეზე ითამაშა, ვფიქრობ რეალ მადრიდი მეტს იმსახურებდა, თუმცა იყო კონკრეტული მომენტები, როდესაც თამაშის ვითარების შეცვლა შესაძლებელი იყო.
მსაჯის შესახებ 200 კითხვაც რომ დამისვათ ამაზე საუბარს არ ვაპირებ. მათი მუშაობა არ მომეწონა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი მათზე საუბარი არ მსურს.
ვინისიუსი შესანიშნავი მოთამაშეა, როგორც კიდევ ბევრი სხვა მათ გუნდში.
გიორგი მიქაუტაძე კვლავ ადაპტაციის პროცესშია, აქ ჯერ ცოტა ხნის წინ მოვიდა, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობს თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. მას დიდი რესურსი აქვს, კარს ძალიან კარგად ხედავს და შეუძლია მომენტების კარგად გამოყენება. ჩვენ გვჯერა, რომ მას შეუძლია შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზოს და მიზნების მიღწევაში დაგვეხმაროს. - მარსელინო - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი
🗣️ Marcelino: “No voy a hablar del árbitro, que venga el CTA y decida”
— Diario AS (@diarioas) October 4, 2025
✍️ @javimatagil https://t.co/cpbEPpcCJi
ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 16 ქულით მე-3 ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 ოქტომბერს, ბეტისის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.