რონალდ არაუხო: "გონების დასვენება დანებება არაა"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მცველმა, რონალდ არაუხომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ მოედანზე დაბრუნებაზე ისაუბრა.
ურუგვაელი ფეხბურთელი, რეალ მადრიდის წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელიც ბარსელონამ 3:2 მოიგო, მოედანზე 93-ე წუთზე შევიდა. მენტალური პრობლემების გამო, ის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა.
მივხვდი, რომ იმის ცოდნა, თუ როდის უნდა ავიღო შესვენება - თვითსიყვარულია. გონებასა და გულზე ზრუნვა არ ნიშნავს დანებებას, ეს ნიშნავს იმის რწმენას, რომ ღმერთი ჩუმადაც კი მოქმედებს.
პაუზამ გამომაცოცხლა და მომცა საშუალება, უფრო ძლიერი დავბრუნებულიყავი. პროცესი მარტივი არ იყო, მაგრამ ასე დაბრუნება დიდი პატივია.
მადლობა კლუბს, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და პატივისცემისთვის. გუშინ ამ თასის აწევით დავბრუნდი და ეს შესანიშნავი იყო. ჩვენ ისევ ერთად ვართ. - განაცხადა რონალდ არაუხომ
სუპერთასის ფინალის შემდეგ, მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა, კარვახალმა და ვინისიუსმა, არაუხო მოიკითხეს და მისი მდგომარეობით დაინტერესდნენ, რაც კამერებს არ გამორჩენიათ. სწორედ ამ წაგების შემდეგ, რეალმა მთავარი მწვრთნელი, ხაბი ალონსო დაითხოვა.
🚨 Vinicius Junior and Dani Carvajal went over to check on Ronald Araujo during and after the Clasico last night to ask if he's fine.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) January 12, 2026
— @marca pic.twitter.com/YeA5f7c5QB