ოფიციალურად: გონსალო გარსია რეალ მადრიდიდან ფულჰემში გადავიდა
ოფიციალურად, 22 წლის ესპანელი ფეხბურთელი გონსალო გარსია რეალ მადრიდიდან ფულჰემში გადაბარგდა. პრემიერ ლიგის გუნდს მისი ტრანსფერი 40 მილიონი ევრო პლიუს 2 მილიონი ევროს ბონუსი დაუჯდა, შეთავაზებაში ასევე შედის 30%-იანი გაყიდვის პუნქტი რეალ მადრიდისთვის. გარსიამ ფულჰემთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.
გუნდში წარდგენის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:
ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.
მადლობა დირექტორთა საბჭოს და არბელოას ნდობისთვის, რომელიც მათ მე გამომიცხადეს და მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. - გონსალო გარსია
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი რეალ მადრიდის აკადემიის აღზრდილია, მცირე ხნით კი მალიორკას აკადემიაში ირიცხებოდა, სამეფო კლუბის ძირითად გუნდთან ერთად პირველად 2023 წელს ითამაშა, მაგრამ რეგულარულად თამაში 2025 წლიდან დაიწყო და დღემდე თამაშობდა. რეალ მადრიდის მაისური გონსალო გარსიამ 51-ჯერ მოირგო, ამ დროში კი მან 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ტიტულებს რაც შეეხება 2023/24 წლებში მან ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო.
Welcome to Fulham, Gonzalo García!
— Fulham Football Club (@FulhamFC) August 3, 2026
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფულჰემის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოაა, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ რეალ მადრიდს წვრთნიდა და დიდი ალბათობით გონსალო გარსიას გადაყვანაც მისი მოთხოვნა გახლდათ.