მიქაუტაძე: 'თავი გავწირე იმ კლუბის გადასარჩენად, რომელიც მიყვარს'
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძემ თავი გაწირა ლიონის გადასარჩენად - ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვამს ქართველი თავდამსხმელი ვილიარეალში გადასვლას (სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში). ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კიდევ ერთი დიდი გაყიდვის აუცილებლობის გამო, ლიონს ორი არჩევანი ჰქონდა: მალიკ ფოფანას ან მიქაუტაძის გაყიდვა. პირველი დარჩა, ხოლო მეორე ესპანურ კლუბს შეუერთდა, რომელმაც მის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა.
ტრანსფერების ფანჯრის დასრულებამდე ოთხი ან ხუთი დღე იყო დარჩენილი. უკვე ვიცოდით, რომ ლიონს აუცილებლად უნდა გაეყიდა მოთამაშე, მე ეს შესაძლებლობა ვილიარეალში მქონდა - ასე მოხდა ეს საკმაოდ სწრაფად. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ თავი გავწირე იმ კლუბის გადასარჩენად, რომელიც მიყვარს. - თქვა ქართველმა Canal Football Club-თან ინტერვიუში
🚨 Georges Mikautadze 🇬🇪 sur son départ de l’OL : « 𝗝𝗘 𝗠𝗘 𝗦𝗨𝗜𝗦 𝗦𝗔𝗖𝗥𝗜𝗙𝗜𝗘́ 𝗣𝗢𝗨𝗥 𝗦𝗔𝗨𝗩𝗘𝗥 𝗟𝗘 𝗖𝗟𝗨𝗕 𝗤𝗨𝗘 𝗝’𝗔𝗜𝗠𝗘. 🥹 »
— Actu Foot (@ActuFoot_) September 14, 2025
🎥 @CanalplusFoot pic.twitter.com/ryq1X0iMEn