გიორგი მიქაუტაძის შეფასება რეალ მადრიდის წინააღმდეგ
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში რეალმა ვილიარეალი 3:1 დაამარცხა. 47-ე და 69-ე წუთებზე ვინისიუსმა გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ 73-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ ვილიარეალს შემდეგ მოურინიო გაუგდეს და 81-ე წუთზე კილიან მბაპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველი ფორვარდი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო. გიორგი მიქაუტაძეს ერთხელ ჰქონდა კარისკენ დარტყმა და ერთხელაც კარში, რომელიც გოლით დასრულდა, ბურთს 19-ჯერ შეეხო, 13 გადაცემიდან 7 ზუსტად შეასრულა (54%), 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა.
ჟორჟის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.5
Flashscore - 6.5
Whoscored - 6.7
ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 16 ქულით მე-3 ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 ოქტომბერს, ბეტისის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.