Belive

კილიან მბაპე - მე-2 ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში რეალი ოლიმპიაკოსს პირველი ტაიმის შემდეგ 3:1-ს ამარცხებს.

7-წუთიან მონაკვეთში, 22-ე წუთიდან 29-ე წუთამდე, კილიან მბაპემ 3 გოლის გატანა შეძლო და ლიგის ისტორიაში მე-2 ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა. ფრანგ ფეხბურთელს ამისთვის ზუსტად 6 წუთი და 42 წამი დასჭირდა.

ახლა კილიანზე სწრაფი ჰეთ-თრიკი მხოლოდ მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა - ეგვიპტელმა 2022 წელს რეინჯერსის კარი 3-ჯერ ზუსტად 6 წუთსა და 13 წამში აიღო.

მიმდინარე სეზონში მბაპემ რეალის მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები