Belive

ვილიარეალი კვლავ მოგების გარეშეა | მიქაუტაძის შეფასება ბეტისთან მატჩში

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-5 ტურში ვილიარეალმა ბეტისს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Whoscored-მა 7,4 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 56-ჯერ შეეხო, კარში 4-ჯერ დაარტყა, 15-დან 4 დუელი მოიგო და 34-დან 27 ზუსტი გადაცემა (79%) გააკეთა.

6,4 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Sofascore-სგან, 6,8 კი - Flashscore-სგან.

ვილიარეალი, რომელიც 2 ქულით სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, მალაგასთან სტუმრად გამართავს.