ლეროი სანემ 'ოქტობერფესტზე' იჩხუბა
ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ლეროი სანე, ოქტობერფესტზე ჩხუბში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ბაიერნის გულშემატკივრებმა მისი დამცირება დაიწყეს.
Bild-ის ცნობით, ინციდენტი ცნობილ „ვაინცელტის“ კარავში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. რამდენიმე თვითმხილველის თქმით, სანე კარავში შედიოდა, როდესაც გულშემატკივრების ჯგუფმა, ახლომდებარე მაგიდიდან, გერმანელს შეურაცხოფა მიაყენეს. სავარაუდოდ, ბრბოში ბაიერნის რამდენიმე გულშემატკივარი იყო, რომლებიც სანეს დამცინავი შეძახილებით შეხვდნენ: 'შეიყვარე გალა! სიკვდილი გალას!' რითაც დასცინოდნენ კლუბს, რომელსაც სანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.
ზოგიერთმა თვითმხილველმა ისიც კი განაცხადა, რომ რამდენიმე შეძახილი რასისტულიც იყო, რამაც, როგორც ჩანს, სანეს მოთმინება ბოლომდე აავსო. თავდაპირველად, თურქული კლუბის ვინგერმა წასვლა სცადა, თუმცა, როდესაც შეურაცხყოფა გაგრძელდა, ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი უკან შებრუნდა, რათა ჯგუფს დაპირისპირებოდა, გულშემატკივარმა სანეს ხელი ჰკრა, სანემაც ინსტინქტურად მოახდინა რეაგირება, რასაც ხანმოკლე ჩხუბი მოჰყვა - მხარეები დაცვამ გააშველა.
ოქტობერფესტი, მიუნხენის ლუდისა და ბავარიული კულტურის მსოფლიოში ცნობილი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს იზიდავს. ის ასევე დიდი ხანია საყვარელი გასართობია ბაიერნის ფეხბურთელებისთვის - ასე იყო წარშულშიც და ასეა ახლაც. სანეს ჩხუბამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ჰარი კეინი და მისი მეუღლე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ და ინტერნეტში აზიარებდნენ ფოტოებს, რომლებსაც თავად „იდეალური შაბათ-კვირა“ უწოდეს. სანესთვის შაბათ-კვირა იდეალური არ გამოვიდა - იმ ქალაქში დაბრუნება, რომელსაც ოდესღაც სახლს უწოდებდა, უხერხულობითა და არასასურველი უთანხმოებით დასრულდა.