Belive

კურტუას ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე, მანჩესტერ სიტი ორი მატჩის ჯამში რეალთან 1:5 დამარცხდა.

ბლანკოსმა პეპ გვარდიოლას კლუბის ბარიერი მარტივად გადალახა და 1/4-ფინალში გავიდა, თუმცა მადრიდელებს ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ - აღნიშნულ დაპირისპირებაში ტიბო კურტუა დაშავდა, რომელიც ანდრეი ლუნინმა 46-ე წუთზე შეცვალა.

ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბელგიელი მეკარის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმეა და კურტუა მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 5-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, კურტუას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ბაიერნთან გასამართ მატჩებში რეალის დახმარებას ვერ შეძლებს.

მადრიდის რეალის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კურტუას განმეორებითი გამოკვლევები მიმდინარე კვირის ბოლოს კვლავ ჩაუტარდება.

რეალისა და ბაიერნის 1/4-ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი 7 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრა მიუნხენში, 15 აპრილს შედგება.

სხვა სტატიები