ალფონსო დევისი მოედანს დაუბრუნდა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბაიერნი სპორტინგს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მატჩი იმ გარემოებითაც იყო გამორჩეული, რომ 262 დღიანი პაუზის შემდეგ, ალფონსო დევისი მოედანს დაუბრუნდა. რეკორდმაისტერის ვარაკვლავმა ტრავმის გამო დაახლოებით 9 თვე გამოტოვა და სპორტინგის წინააღმდეგ 88-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
🚨🇨🇦 262 days after his injury, Alphonso Davies is back available for FC Bayern!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 9, 2025
On the bench for Kompany tonight. 🍁 pic.twitter.com/U7FYs82ymA
დევისმა ტრავმა მარტში კანადისა და აშშ-ს მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი გაიარა.