გაყიდის თუ არა ბაიერნი ოლისეს 200 მილიონად? რუმენიგეს პასუხი
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულს გერმანელ ფეხბურთელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რომელიც ამჟამად მიუნხენის ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ჰკითხეს, შეელევა თუ არა რეკორდმაისტერი მაიკლ ოლისეს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ:
,,ამ კითხვასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით.
2009 წელს რიბერისთან დაკავშირებით ლონდონის ჩელსისგან წარმოუდგენელი შეთავაზება მივიღეთ. იმ დროისთვის ეს მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იქნებოდა.
მე ამ წინადადებით ჩვენს მაშინდელ ფინანსურ დირექტორთან, კარლ ჰოფნერთან და ული ჰიონესთან მივედი. ჩვენ 2 საათის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ მოვქცეულიყავით. სწორედ იმ დღეს გადავწყვიტეთ რაღაც ფუნდამენტური: მომავალში აღარასოდეს გავყიდდით მოთამაშეს, რომლის დანაკლისიც გუნდს სპორტული თვალსაზრისით დაეტყობოდა. ეს დაუწერელი კანონი დღემდე მოქმედებს. ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ოლისეა, არ არსებობს ფასი, რომელიც ჩვენს მიდგომას შეგვაცვლევინებს.'' - რუმენიგე
მიმდინარე სეზონში მაიკლ ოლისეს ანგარიშზე ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 19 გოლი და 29 საგოლე გადაცემაა.
Would Bayern reject €200m for Olise?
— Football Talk (@FootballTalkHQ) April 27, 2026
🗣️ Rummenigge: “In 2009, we had a world record transfer offer for Franck Ribéry. That day, we decided that we will never sell a player we would miss on the pitch. This unwritten rule still applies for Olise; there’s no price tag that would… pic.twitter.com/srf4pKkmPp