Belive

ზიდანი: "მეც ოლისესთან ერთად გავრბოდი"

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაიკლ ოლისემ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ბელგიასთან მატჩში, ემოციური აფეთქება გვაჩუქეს.

ბელგიაში მოპოვებული 0:1 გამარჯვება, ბაიერნის გარემარბის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი ბრწყინვალე გოლის დამსახურებაა - შეხვედრაში, რომელშიც ფრანგები სრულ უპირატესობას ფლობდნენ.

გოლი, რომელმაც გუნდს შვება მოუტანა, ზიზუმ საკულტოდ და ძალიან ემოციურად აღნიშნა.

სპრინტი, გვერდითა ხაზთან მდებარე ბურთის შორს მოგერიება და ეპიზოდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ვირუსულად გავრცელდა.

არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან ემოციური გავხდი. როგორც კი ოლისე ბურთს შეეხო და დრიბლინგი დაიწყო, მაშინვე გავიფქირე, რომ გაიტანდა. მეც მასთან ერთად ვირბინე და ეს მოხდა. - განაცხადა ზინედინ ზიდანმა

ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში, საფრანგეთს ორივე მოგება აქვს (თურქეთთან და ბელგიასთან), მეორე და მესამე ადგილს ბელგია და იტალია იკავებენ - 3 ქულით, ხოლო ბოლოზე თურქეთია, რომელსაც ჯერ ქულა არ აუღია.

სხვა სტატიები