Belive

ზინედინ ზიდანი: "ვისურვებდი, ისეთი თანაგუნდელი მყოლოდა, როგორიც რაიან შერკია​​"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა რაიან შერკის შესახებ ისაუბრა.

ზიდანმა გამოარჩია 23 წლის ფეხბურთელის ტექნიკა, მისი უნარი, გააკეთოს არასტანდარტული გადაცემები და იმოქმედოს ბურთის გარეშე.

"ვისურვებდი, რომ ისეთ ფეხბურთელთან მეთამაშა, როგორიც რაიან შერკია, როდესაც თავად ფეხბურთელი ვიყავი. ის წარმოუდგენელ პასებს აკეთებს და თან შესანიშნავად თამაშობს ბურთის გარეშეც. ის ნამდვილი ფეხბურთელია, ნამდვილი ოსტატი", - ამბობს ზინედინ ზიდანი.

მანჩესტერ სიტის შემტევი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა იმედიც ფრანგ მწვრთნელს ნაკრების ცხოვრების ახალ ეტაპზე აქვს.

სხვა სტატიები