"მენდეში ჩემზე უკეთესი ფეხბურთელია - ის კაფუს მახსენებს" - რობერტო კარლოსი
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთისა და რეალის ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა, პარი სენ-ჟერმენისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ვარსკვლავის - ნუნუ მენდეშის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, რომელმაც თავის დროზე ფლანგის მცველის პოზიციის გაგება სრულიად შეცვალა, ახალგაზრდა პორტუგალიელის თამაში მაღალ დონეზე შეაფასა და აღნიშნა, რომ მენდეშს მასზე უკეთესი ფეხბურთელის გახდომის ყველა მონაცემი აქვს.
„ნუნუ მენდეში ჩემზე უკეთესიც კი არის - ის ძალიან სწრაფთან ერთად, უჭკვიანესი ფეხბურთელია და ყველა გუნდში იდეალურად ჩაჯდება.
ის სრულიად სრულყოფილია, თან უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჯერ მხოლოდ 24 წლის არის.
ის იმდენად სრულყოფილია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მცველს შევადარებდი და ეს კაფუა. კაფუ კი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფლანგის მცველია..." - რობერტო კარლოსი
ასეთი აღიარება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველისგან განსაკუთრებულია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და უნივერსალური მოთამაშეა, კარლოსის კომენტარი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უდიდეს პოტენციალსა და პროგრესს.