ჩემპიონთა ლიგა | მონაკოში 2025/26 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში მონაწილე 36 გუნდის ვინაობა ცნობილია - სამშაბათსა და ოთხშაბათს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წელს, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 4 დებიუტანტი იასპარეზებს - კაირათი, ბოდო/გლიმტი, პაფოსი და უნიონ სენ-ჟილი.
გასული სეზონის მსგავსად, 36 გუნდი 4 კალათში გადანაწილდა. გუნდებს თითოეული კალათიდან 2-2 მეტოქე შეხვდებათ და ლიგის ფაზაში სულ 8 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ (4 შინ - 4 სტუმრად). Top 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა, 9-24-ადგილოსნებს კი პლეი-ოფში სათამაშოდ პლეი-ინის გავლა მოუწევთ.
28 აგვისტოს, 20:00 საათზე, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, რომელმაც გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა და საინტერესო მატჩები გამოავლინა.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს ლისაბონში უმასლინძლებს. თუმცა, ეს არაა ერთადერთი მატჩი, რომელშიც ქართველების დაპირისპირებას ვიხილავთ - სპორტინგი ასევე შეხვდება დებიუტანტ კაირათს, რომლის ღირსებას ლუკა გადრანი და გიორგი ზარია იცავენ.
Pot 1
პარი სენ-ჟერმენი, რეალი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, ლივერპული, ინტერი, ჩელსი, დორტმუნდი, ბარსელონა.
პსჟ
შინ: ბაიერნი, ატალანტა, ტოტენჰემი, ნიუკასლი.
სტუმრად: ბარსელონა, ლევერკუზენი, სპორტინგი, ბილბაო.
რეალი
შინ: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, მარსელი, მონაკო.
სტუმრად: ლივერპული, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, კაირათი.
მანჩესტერ სიტი
შინ: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ნაპოლი, გალათასარაი.
სტუმრად: რეალი, ვილიარეალი, ბოდო/გლიმტი, მონაკო.
ბაიერნი
შინ: ჩელსი, ბრიუგე, სპორტინგი, უნიონ სენ-ჟილი.
სტუმრად: პსჟ, არსენალი, პსვ, პაფოსი.
ლივერპული
შინ: რეალი, ატლეტიკო, პსვ, ყარაბაღი.
სტუმრად: ინტერი, აინტრახტი, მარსელი, გალათასარაი.
ინტერი
შინ: ლივერპული, არსენალი, სლავია, კაირათი.
სტუმრად: დორტმუნდი, ატლეტიკო, აიაქსი, უნიონ სენ-ჟილი.
ჩელსი
შინ: ბარსელონა, ბენფიკა, აიაქსი, პაფოსი.
სტუმრად: ბაიერნი, ატალანტა, ნაპოლი, ყარაბაღი.
დორტმუნდი
შინ: ინტერი, ვილიარეალი, ბოდო/გლიმტი, ბილბაო.
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, კოპენჰაგენი.
ბარსელონა
შინ: პსჟ, აინტრახტი, ოლიმპიაკოსი, კოლენჰაგენი.
სტუმრად: ჩელსი, ბრიუგე, სლავია, ნიუკასლი.
Pot 2
არსენალი, ლევერკუზენი, ატლეტიკო, ბენფიკა, ატალანტა, ვილიარეალი, იუვენტუსი, აინტრახტი, ბრიუგე.
არსენალი
შინ: ბაიერნი, ატლეტიკო, ოლიმპიაკოსი, კაირათი.
სტუმრად: ინტერი, ბრიუგე, სლავია, ბილბაო.
ლევერკუზენი
შინ: პსჟ, ვილიარეალი, პსვ, ნიუკასლი.
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, კოპენჰაგენი.
ატლეტიკო
შინ: ინტერი, აინტრახტი, ბოდო/გლიმტი, უნიონ სენ-ჟილი.
სტუმრად: ლივერპული, არსენალი, პსვ, გალათასარაი.
ბენფიკა
შინ: რეალი, ლევერკუზენი, ნაპოლი, ყარაბაღი.
სტუმრად: ჩელსი, იუვენტუსი, აიაქსი, ნიუკასლი.
ატალანტა
შინ: ჩელსი, ბრიუგე, სლავია, ბილბაო.
სტუმრად: პსჟ, აინტრახტი, მარსელი, უნიონ სენ-ჟილი.
ვილიარეალი
შინ: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, აიაქსი, კოპენჰაგენი.
სტუმრად: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, პაფოსი.
იუვენტუსი
შინ: დორტმუნდი, ბენფიკა, სპორტინგი, პაფოსი.
სტუმრად: რეალი, ვილიარეალი, ბოდო/გლიმტი, მონაკო.
აინტრახტი
შინ: ლივერპული, ატალანტა, ტოტენჰემი, გალათასარაი.
სტუმრად: ბარსელონა, ატლეტიკო, ნაპოლი, ყარაბაღი.
ბრიუგე
შინ: ბარსელონა, არსენალი, მარსელი, მონაკო.
სტუმრად: ბაიერნი, ატალანტა, სპორტინგი, კაირათი.
Pot 3
ტოტენჰემი, პსვ, აიაქსი, ნაპოლი, სპორტინგი, ოლიმპიაკოსი, სლავია, ბოდო/გლიმტი, მარსელი.
ტოტენჰემი
შინ: დორტმუნდი, ვილიარეალი, სლავია, კოპენჰაგენი.
სტუმრად: პსჟ, აინტრახტი, ბოდო/გლიმტი, მონაკო.
პსვ
შინ: ბაიერნი, ატლეტიკო, ნაპოლი, უნიონ სენ-ჟილი.
სტუმრად: ლივერპული, ლევერკუზენი, ოლიმპიაკოსი, ნიუკასლი.
აიაქსი
შინ: ინტერი, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, გალათასარაი.
სტუმრად: ჩელსი, ვილიარეალი, მარსელი, ყარაბაღი.
ნაპოლი
შინ: ჩელსი, აინტრახტი, სპორტინგი, ყარაბაღი.
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, ბენფიკა, პსვ, კოპენჰაგენი.
სპორტინგი
შინ: პსჟ, ბრიუგე, მარსელი, კაირათი.
სტუმრად: ბაიერნი, იუვენტუსი, ნაპოლი, ბილბაო.
ოლიმპიაკოსი
შინ: რეალი, ლევერკუზენი, პსვ, პაფოსი.
სტუმრად: ბარსელონა, არსენალი, აიაქსი, კაირათი.
სლავია
შინ: ბარსელონა, არსენალი, ბოდო/გლიმტი, ბილბაო.
სტუმრად: ინტერი, ატალანტა, ტოტენჰემი, პაფოსი.
ბოდო/გლიმტი
შინ: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, მონაკო.
სტუმრად: დორტმუნდი, ატლეტიკო, სლავია, გალათასარაი.
მარსელი
შინ: ლივერპული, ატალანტა, აიაქსი, ნიუკასლი.
სტუმრად: რეალი, ბრიუგე, სპორტინგი, უნიონ სენ-ჟილი.
Pot 4
კოპენჰაგენი, მონაკო, გალათასარაი, უნიონ სენ-ჟილი, ყარაბაღი, ბილბაო, ნიუკასლი, პაფოსი, კაირათი.
კოპენჰაგენი
შინ: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ნაპოლი, კაირათი.
სტუმრად: ბარსელონა, ვილიარეალი, ტოტენჰემი, ყარაბაღი.
მონაკო
შინ: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, გალათასარაი.
სტუმრად: რეალი, ბრიუგე, ბოდო/გლიმტი, პაფოსი.
გალათასარაი
შინ: ლივერპული, ატლეტიკო, ბოდო/გლიმტი, უნიონ სენ-ჟილი.
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, აინტრახტი, აიაქსი, მონაკო.
უნიონ სენ-ჟილი
შინ: ინტერი, ატალანტა, მარსელი, ნიუკასლი.
სტუმრად: ბაიერნი, ატლეტიკო, პსვ, გალათასარაი.
ყარაბაღი
შინ: ჩელსი, აინტრახტი, აიაქსი, კოპენჰაგენი.
სტუმრად: ლივერპული, ბენფიკა, ნაპოლი, ბილბაო.
ბილბაო
შინ: პსჟ, არსენალი, სპორტინგი, ყარაბაღი.
სტუმრად: დორტმუნდი, ატალანტა, სლავია, ნიუკასლი.
ნიუკასლი
შინ: ბარსელონა, ბენფიკა, პსვ, ბილბაო.
სტუმრად: პსჟ, ლევერკუზენი, მარსელი, უნიონ სენ-ჟილი.
პაფოსი
შინ: ბაიერნი, ვილიარეალი, სლავია, მონაკო.
სტუმრად: ჩელსი, იუვენტუსი, ოლიმპიაკოსი, კაირათი.
კაირათი
შინ: რეალი, ბრიუგე, ოლიმპიაკოსი, პაფოსი.
სტუმრად: ინტერი, არსენალი, სპორტინგი, კოპენჰაგენი.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები 16-18 სექტემბერს გაიმართება. ლიგის ფაზა 28 იანვარს დასრულდება, პლეი-ინის ეტაპი კი 25 თებერვალს.
პლეი-ოფი 10 მარტს დაიწყება და 30 მაისს ფინალური შეხვედრით დაგვირგვინდება, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება.