ვინ ჩაიბარებს ტოტენჰემს - სავარაუდო მწვრთნელები უკვე დასახელდნენ
ლონდონის ტოტენჰემმა კლუბიდან 52 წლის დანიელი მთავარი მწვრთნელი - ტომას ფრანკი დაითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალედ გამოიყურება, 'დეზები' პრემიერ ლიგაში უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
The Club has taken the decision to make a change in the Men’s Head Coach position and Thomas Frank will leave today.
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) February 11, 2026
Thomas was appointed in June 2025, and we have been determined to give him the time and support needed to build for the future together.
However, results and… pic.twitter.com/mo82TaAXts
ტომას ფრანკი ტოტენჰემში 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა. "დეზებმა" ამ დროში 38 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს, ხოლო 15-ჯერ დამარცხდნენ.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს ტოტენჰემს მიმდინარე სეზონში, თუმცა როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, ლონდონელები ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს დღეებში შეარჩევენ - მათ უკვე რამდენიმე ვარიანტი აქვთ: რობერტო დე ძერბი (ბუკმეიკერების ფავორიტი), რუბენ ამორიმი, მარკო სილვა, ოლივერ გლასნერი, ჩაბი ალონსო და მაურისიო პოჩეტინო. ასევე ცნობილი ხდება, რომ გულშემატკივრები დროებით მწვრთნელად ანდონი ირაოლას ითხოვენ...
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელი, თუმცა ამ ყველაფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია და კლუბი მაქსიმალურად მცირე დროში ეცდება, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნოს.
ტომას ფრანკმა ტოტენჰემთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 პოზიცია დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, თუმცა პრემიერ ლიგაში კლუბს საშინელი სვლა აქვს, სადაც 29 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდ ზონასთან მხოლოდ 5 ქულა აშორებს.