Belive

დე ხეა: "თავი მაღლა ასწიე და ყველაფერი თავიდან დაიწყე"

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ტოტენჰემს დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

ლონდონური გუნდის საშინელი პერიოდი კვლავ გრძელდება, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 22 წლის ჩეხმა მეკარემ - ანტონინ კინსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ჯოჯოხეთური დღე გამოუვიდა.

მან სადებიუტო მატჩში 17 წუთი ითამაშა, სადაც 2-ჯერ ბავშვური შეცდომა დაუშვა, რასაც მის კარში გოლი მოჰყვა, ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მე-17 წუთზე იგი შეცვალეს.

მანჩესტერ იუნაიტედისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ - დავიდ დე ხეამ, 22 წლის ჩეხ მეკარეს მხარდასაჭერი მესიჯი გაუგზავნა.

"ის, ვინც მეკარე არასოდეს ყოფილა ვერასოდეს მიხვდება თუ რამდენად რთულია ეს ყველაფერი - თავი მაღლა ასწიე და ყველაფერი თავიდან დაიწყე" - დავიდ დე ხეა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 19 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები