Belive

ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, პარიზელი ვარსკვლავები გააფრთხილა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის ენრიკეს სურს, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულებმა ეს გზავნილი, დღეს, საკუთარი მწვრთნელისგან მოისმინეს. ესპანელმა სპეციალისტმა, ამ თემაზე, მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ახალ სეზონს, ხვალ, სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ გახსნიან.

წარსული, წარსულია. ყველას განსაკუთრებული მოტივაცია აქვს ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ და ეს უნდა მივიღოთ. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ ყოველდღიურად ახლიდან უნდა შევქმნათ საკუთარი თავი. არის საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ლიგა 1-ში უფრო მეტ ქულას ვიმსახურებთ. - ლუის ენრიკე

პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო. პარიზულ გრანდს, სამი ტურის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ, 2 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. თუმცა ესპანელი მწვრთნელი ამტკიცებს, რომ მოედანზე ნაჩვენები თამაში სულ სხვა სურათს აჩვენებს და სურს, რეალურად განვითარებულ მოვლენებსაც სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს.

სლოვან ბრატისლავა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის, იდეალურ მეტოქედ მიიჩნევა. ზედაპირულად, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ენრიკემ სურათს სხვა თვალით შეხედა და გუნდისთვის, მთავარ პრიორიტეტად, კონცენტრაციის შენარჩუნება დაასახელა.

ეს ყველაზე რთული ტურნირია. რამდენ გუნდს შეუძლია მისი მოგება? ექვს, რვას ან ხუთს. სხვაობა ძალიან მცირეა. ჩვენ გვსურს, ძალიან კარგი სტარტი ავიღოთ. ვითამაშებთ მატჩს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ამ ტურნირზე, მარტივი შეხვედრები არ არსებობს. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. - ლუის ენრიკე

სხვა სტატიები