Belive

ინტერის ვარსკვლავი რეალთან მატჩს გამოტოვებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერმა, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრაში, მადრიდის რეალის წინააღმდეგ, სერიოზული დარტყმა მიიღო. გუნდს ფედერიკო დიმარკო ვერ დაეხმარება. Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, იტალიელის ტრამვა სერიოზული არ არის, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი მადრიდში არ გაემგზავრება, რადგან ფორმის აღსადგენად, დრო საკმარისად ჰქონდეს.

დიმარკოს "სამეფო კლუბთან" მატჩის პირველი წუთებიდან დაწყება ისედაც გაუჭირდებოდა. ამიტომ სერია ა-ს მოქმედმა გამარჯვებულებმა არჩიეს, რომ ის იტალიაში დარჩენილიყო. დიმარკოს არყოფნა, კივუსთვის, სერიოზული დარტყმაა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს იტალიელს საკუთარ გუნდში.

დიმარკო 2025/26 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ინტერის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ინტერის მსგავსად, ხვალინდელ მატჩს, რეალიც სერიოზული დანაკლისით ხვდება. "ბლანკოსის რიგებში" ედუარდო კამავინგას, არდა გიულერსა და ბერნარდო სილვას ვერ ვიხილავთ. საინტერესოა აგრეთვე ჟოზე მოურინიოს ფაქტორიც, რომელიც "სამეფო კლუბს" იმ გუნდის წინააღმდეგ გაუძღრვება, რომელტან ერთადაც 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები