Belive

"გასვლით დაპირისპირებაშიც მოსაგებად ვიბრძოლებთ" - ლუის ენრიკე

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა.

პარიზული გრანდის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც შეხვედრა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პარი სენ-ჟერმენი საპასუხო მატჩშიც მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.

მატჩის განმავლობაში რამდენიმე რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა. ვაჩვენეთ, რომ ვართ გუნდი, რომლის დამარცხება საკმაოდ რთულია.

ფანებთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. მნიშვნობა არ აქვს, რამდენად კარგად ვთამაშობთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით და ვართ გუნდი, რომელიც არასდროს ჩერდება. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა წინ კიდევ ერთი მატჩია. ამ ტიპის თამაშები ლიგის ფაზაზე უკვე გვქონდა და ჩვენთვის უცხო არაა - ყოველთვის, როდესაც ანგარიშს გვითანაბრებდნენ, ისევ ჩვენ თამაშს ვაგრძელებდით.

საპასუხო მატჩი? რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ.

- ლუის ენრიკე.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი სტემფორდ ბრიჯზე, 18 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები