Belive

ბარსელონაში ახალი ნომრები გადაინაწილეს | კლუბს ახალი კაპიტანიც ჰყავს

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონაში ნომრების ცვლილებები დაიწყო. ფერან ტორესის პსჟ-ში წასვლამ ერთგვარი დომინოს ეფექტი გამოიწვია. ფერანი, რომელიც ბარსელონას 7 ნომერი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში იყო, ახლა ამ მაისურს ათავისუფლებს.
ბარსელონას უკვე ჰყავს ახალი შვიდიანი – ფერმინ ლოპესი. მას ეს ნომერი კატალონიურ კლუბში თავისი კარიერის არცერთ ეტაპზე არ სცმია. ის არც ლინარეს დეპორტივოში და არც ესპანეთის ნაკრებში არ გამოუყენებია. თუმცა, ტრანსფერების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ათავისუფლებს 16 ნომერს. ბარსელონას ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზე ფერმინი უკვე 7 ნომრითაა რეგისტრირებული.

16 ნომრიანი მაისური ცალსახად როდრის საყვარელი ნომერია. მას ის ვილიარეალში ეცვა და ერთადერთი ნომერია, რომლითაც სიტიში გატარებული რვა სეზონის განმავლობაში უთამაშია. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი ნომერი, რომელიც მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოურგია. ამ მაისურით როდრიმ, სხვა ტიტულებთან ერთად, 4 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ოქროს ბურთი მოიგო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ახალი კაპიტანი ჰყავს და ეს რაფინიაა, რომელიც კლუბის ისტორიაში პირველი ბრაზილიელი კაპიტანი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაფინია გასულ სეზონში ბარსელონას მესამე კაპიტანი იყო, თუმცა არაუხოსა და ტერ შტეგენის წასვლის შემდეგ, იგი გუნდს პირველად უკაპიტნებს.

მეორე კაპიტანი ფრენკი დე იონგი იქნება, მესამე - პედრი, მეოთხე - გავი, ხოლო მეხუთე - ერიკ გარსია.

სხვა სტატიები