Belive

რაფინია ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბლაუგრანას გარემარბმა ბრწყინვალე თვე ჩაატარა და თავისმა გუნდმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო.

პირველ მატჩში 29 წლის შემტევმა ელჩესთან დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, მეორე შეხვედრაში კი ატლეტიკ ბილბაოსთან გოლი გაიტანა, ხოლო აგვისტოს თვე რაიო ვალეკანოსთანაც კიდევ ერთი დუბლით დაასრულა.

ბარსელონას მოთამაშეს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: ჯუდ ბელინგემი, ალექს ბაენა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ნაუელ ტენალია.

სხვა სტატიები